ნუცა ბუზალაძე ჰოლივუდისაკენ გზაზე – უცხოური მედია ქართველ ვარსკვლავზე წერს

ნუცა ბუზალაძე, რომელიც საქართველოდან მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე აქტიურად იკვალავს გზას, ისევ უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. უცხოური გამოცემები დეტალურად განიხილავენ ნუცას კარიერულ გზას და მის ცხოვრებას მუსიკალური კარიერის მიღმა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ სანამ ნუცა ჰოლივუდის ვარსკვლავობისაკენ მიისწრაფვოდა, გარკვეული პერიოდი დუბაიში ცხოვრობდა. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ის როგორც არტისტი, რომელმაც შეძლო საკუთარი შესაძლებლობების საერთაშორისო არენაზე წარმოჩენა.

ბევრისთვის უცნობი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ ნუცა არა მხოლოდ მომღერალია, არამედ აქტიურად მუშაობს საკუთარ იმიჯზე, მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში და მზად არის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მიიღოს პროფესიული გამოწვევები.

ჰოლივუდში წარმატების მიღწევის გზაზე ქართველ ვარსკვლავს მხარდამჭერები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ჰყავს, რაც მის მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს.

Like this post? Please share to your friends: