სელენა გომესი ორსულადაა? — რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში პოპულარული ვარსკვლავის შესახებ

ბოლო დღეებში სოციალური ქსელები და უცხოური მედიები აჭრელდა სენსაციური ინფორმაციით — გავრცელდა ჭორები, თითქოს პოპულარული მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი ორსულადაა და უკვე მეხუთე კვირაში იმყოფება.

ამ ცნობას პირველმა გამოეხმაურა უცხოური გამოცემა, რომელმაც აღნიშნა, რომ სელენამ თითქოს „ახალი ცხოვრების ეტაპი დაიწყო“. თუმცა, არც გომესს, არც მის საქმროს და არც მის ოფიციალურ წარმომადგენლებს კომენტარი ამ თემაზე ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

სხვა გამოცემები აღნიშნავენ, რომ სელენას წლების განმავლობაში უწევდა გამკლავება უამრავ ჭორთან და მტკივნეულ კომენტარებთან, რომლებიც მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. ახლა კი ზოგი თვლის, რომ შესაძლოა, მის ცხოვრებაში ნამდვილად დაიწყო ბედნიერი პერიოდი.

თუმცა, როგორც Vanity Fair-თან მის ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში თავად სელენამ თქვა, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, რაც შვილოსნობას ურთულებს.

„სამწუხაროდ, შვილის გაჩენა არ შემიძლია… მაქვს სამედიცინო პრობლემები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან როგორც ჩემს, ისე ბავშვის სიცოცხლეს. ეს იყო ძალიან მტკივნეული ეტაპი ჩემთვის,“ — აღნიშნა მომღერალმა.

გომესმა ასევე დაამატა, რომ მადლიერია იმ ალტერნატიული გზების არსებობისთვის, როგორიცაა სუროგაცია ან შვილად აყვანა, და რომ თვითონაც მზად არის მსგავსი ნაბიჯისთვის.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებისა და „მტკიცებულებების“ ავთენტურობა ამ დროისთვის დაუდასტურებელია. ამიტომ, სანამ თავად სელენა გომესი ოფიციალურად არ ისაუბრებს ამ თემაზე, ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზე რჩება.

Like this post? Please share to your friends: