ქვიჩა კვარაცხელიას გულახდილი ინტერვიუ პარიზიდან

ქართველი ფეხბურთელი, ქვიჩა კვარაცხელია, გულახდილად საუბრობს თავისი ახალი ცხოვრების ეტაპზე, რომელიც პარიზში დაიწყო. მისი ცხოვრება საფრანგეთში ფეხბურთთან ერთად სავსეა ახალი გამოწვევებით, სიხარულითა და საოჯახო სიმშვიდით.

ინტერვიუში კვარაცხელია ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის გვერდში დგომა და სულიერი სიმშვიდე წარმატების მისაღწევად. “ეს რაღაც წარმოუდგენელია, როცა გყავს ოჯახი, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს და ზრუნავს შენზე. სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამბობს ფეხბურთელი.

მისი სიტყვებით, არაერთი ცხოვრებისეული ტკივილი და სტრესი დაეხმარა იმ ადამიანად ჩამოყალიბებაში, ვინც დღეს არის. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმას, რომ კარიერული წარმატება ბევრად მყარად იგრძნობა მაშინ, როცა პირადი ცხოვრებაც ჰარმონიულად მიდის.

Like this post? Please share to your friends: