ჯეინ ბირკინის “ორიგინალი ბირკინი” რეკორდულ 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოდური ჩანთა, სახელწოდებით „Birkin“, კვლავ გახდა განხილვის მთავარი თემა, როცა მისი ორიგინალური ვერსია აუქციონზე წარმოუდგენელ თანხად – 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა.

აუქციონი პარიზში, Sotheby’s-ის მოდის განყოფილებაში გაიმართა. ეს ჩანთა სპეციალურად შეიქმნა 1984-1985 წლებში ცნობილი მომღერლისა და მსახიობის, ჯეინ ბირკინის, შეკვეთით. ჩანთა, რომელიც მოდის სამყაროში „Birkin“-ის სახელით არის ცნობილი, ამჯერად არა მხოლოდ სელებრითების, არამედ კოლექციონერებისა და ინვესტორების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ჩანთის საწყისი ფასი აუქციონზე 1 მილიონი ევრო იყო, თუმცა ბიდინგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და საბოლოოდ 8.6 მილიონ ევროზე შეჩერდა. ჩანთა იაპონურმა კომპანია „Valuence Japan“-მა შეიძინა, რომლის დამფუძნებელი შინსუკე საკიმოტოა.

უნიკალური ჩანთის მთავარი ღირსება მისი ისტორია და ავთენტურობაა. სწორედ ეს ჩანთა იყო Birkin-ის პირველი პროტოტიპი, რომელშიც თავად ჯეინ ბირკინი აქტიურად იყო ჩართული. ჩანთაზე დღემდე შემორჩენილია მომღერლის ხელით გაკეთებული მინაწერები და პირადი დეტალები, რაც მას კიდევ უფრო მეტად ექსკლუზიურს ხდის.

Birkin-ის ჩანთა ყოველთვის ასოცირდებოდა სიმდიდრესთან, მაღალი სოციალური სტატუსითა და ელეგანტურობასთან. ბოლო აუქციონმა კი დაამტკიცა, რომ ის არა მხოლოდ მოდური აქსესუარი, არამედ კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნივთია.

საინტერესოა, რომ ასეთი ჩანთები უკვე დიდი ხანია განიხილება როგორც ერთგვარი ინვესტიცია. მათი ფასი დროთა განმავლობაში მხოლოდ იზრდება, რის გამოც ჩანთა ხშირად იქცევა კოლექციონერთა და ინვესტორთა ინტერესის საგნად.

დღეს Birkin-ის ჩანთა არა მხოლოდ მოდის სიმბოლო, არამედ საინვესტიციო აქტივიცაა, რომლის ღირებულებაც წლებთან ერთად კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩანთა უკვე გახდა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოდის აქსესუარი, რაც მოდის სამყაროს ისტორიაში ახალ რეკორდად ითვლება.

Like this post? Please share to your friends: