2025 წლის 18 ივლისს ბოსტონში გამართულ Coldplay-ის კონცერტზე მოულოდნელი და უხერხული მომენტი მოხდა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. კამერამ, რომელიც შემთხვევით ასახავდა დამსწრეებს, აჩვენა, როგორ ეხუტებოდნენ ერთმანეთს Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი და კომპანიის ადამიანური რესურსების დირექტორი კრისტინ კაბოტი. მათ ორივეს მეუღლეები და შვილები ჰყავთ, თუმცა არა ერთმანეთზე.

ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ ორივე დამალვას, როდესაც მათ სახეებზე კამერა მიაპყრეს. Coldplay-ის ფრონტმენი, კრის მარტინი, ხუმრობდა: “ოჰ, შეხედეთ ამ ორს”, შემდეგ კი დაამატა: “ან რომანი აქვთ, ან უბრალოდ ძალიან მორცხვები არიან”.

ვიდეომ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა სოციალურ ქსელებში, სადაც უამრავი ხუმრობა და კომენტარი დაიწერა. მომხდარი ღალატზე საუბარი კვლავ აქტუალურია და სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს.