ქართული საესტრადო მუსიკის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე, დღეს, 21 ივლისს, 89 წლის გახდა. შვილიშვილმა, ნატალია ქუთათელაძემ, სოციალურ ქსელში მიულოცა დედა-ბებია წარწერით: “ჩემი საყვარელი ნანის დაბადების დღეა. 89” .

ნანი ბრეგვაძე დაიბადა თბილისში, მუსიკალურ ოჯახში, სადაც ყველა წევრი მღეროდა. მისი კარიერა დაიწყო 1956 წელს, როდესაც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში დაიწყო მოღვაწეობა. 1957 წელს კი მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი გახდა მოსკოვში. 1964 წელს პირველად გამოვიდა დარბაზ “ოლიმპიაში” მოსკოვის მიუზიკ-ჰოლთან ერთად გასტროლის ფარგლებში, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი.
ნანი ბრეგვაძე 1980 წლიდან სოლო კარიერას იწყებს და დღემდე აქტიურად მოღვაწეობს მუსიკალურ სფეროში. მისი მეუღლე იყო მერაბ მამალაძე, რომელთანაც ქალიშვილი ეკა მამალაძე შეეძინა. ეკა მამალაძე, ასევე, ცნობილი მომღერალია, რომელიც დედის მსგავსად მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობს.

ნანი ბრეგვაძის 89 წლის იუბილე ქართული კულტურისა და მუსიკის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მისი შემოქმედება და ღვაწლი ქართული მუსიკის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.